აბდომინოპლასტიკა

დაკიდებული მუცელი, კანის წინსაფრის არსებობა, ჭარბი ცხიმის დაგროვება, სტრიების არსებობა, მუცლის სწორი კუნთების დიასტაზი (დაცილება), ადამიანს უქმნის დისკომფორტს როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. აბდომინოპლასტიკა ეხმარება ადამიანს გათავისუფლდეს სხეულის შემაწუხებელი დეფექტისგან.

აბდომინოპლასტიკა არის ოპერაცია, რომლითაც შესაძლებელია მუცლის ფორმის კორექცია, მისი მოცულობაში შემცირება, მუცლის წინა კედლის კუნთების გამაგრება, წელის გამოყვანა. ოპერაციის არსია ზედმეტი კან–ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება, ჭიპის პლასტიკა, მუცლის წინა კედლის გამაგრება. მუცლისა და წელის კონტურების გამოყვანა და ბოქვენის ზემოთ შეუმჩნეველი ნაწიბურის ფორმირება.

ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგრძლივობა 2–4 საათია. განაკვეთი კეთდება ბიკინის დონეზე. ნაკერის ასეთი მდებარეობა საშუალებას იძლევა მთლიანად დაიფაროს ის ქვედა თეთრეულით ან ღია საცურაო კოსტიუმით. 
მეგააბდომინოპლასტიკის შემთხვევებში კეთდება ინვერსიული T–ს მაგვარი განაკვეთი.

სტანდარტული აბდომინოპლასტიკების დროს სრულდება კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის აშრევება და ამოკვეთა. მუცლის სწორი კუნთების დიასტაზის შემთხვევაში კეთდება მუცლის კუნთოვანი კორსეტის აღდგენა. ჭიპის გადატანა და პლასტიკა. მინი აბდომინოპლასტიკის დროს სრულდება ჭიპის ქვემოთ არსებული მოშვებული და ჩამოკიდებული კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის აშრევება და ამოკვეთა. ჭიპის პლასტიკის გარეშე.

ხშირ შემთხვევაში, თვალსაჩინო ეფექტის მისაღწევად უმჯობესია აბდომინოპლასტიკის კომბინირება ლიპოსაქციასთან.

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით.

ოპერაციის შემდგომ პერიოდში 4 კვირის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური ბანდაჟის ტარება.

ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უკან დაბრუნება