სასქესო ასოს თავის გადიდება

მამაკაცებში საკმაოდ ხშირად გვხვდება პათოლოგია-სასქესო ასოს თავის მცირე ზომა. იმის გამო, რომ სასქესო ასოს თავი მცირე ზომისაა, თვითონ ასო გამოიყურება არაესთეტიკურად, ამავდროულად, სექსუალური ურთიერთობისას ქალბატონები ვერ იღებენ სექსუალურ დაკმაყოფილებას.ახლო წარსულამდეც კი არ არსებობდა ასოს თავის გადიდების მეთოდიკა, ხოლო რაც შეეხება ვაზელინისა და სხვა საცხების შეყვანას, იწვევდა ისეთ გართულებებს, როგორიცაა: ანთებითი პროცესებს და სხვა. რამდენიმე წლის წინ შეიქმნა პრეპარატი გიალურონის მჟავა (Filler). პრეპარატი წარმოადგენს ადამიანის რბილი ქსოვილების მატრიცას. გიალურონის მჟავა დღეს ერთადერთი და ყველაზე უსაფრთხო პრეპარატია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვაწარმოოთ პროცედურა სასქესო ასოს თავის გადიდებისა ყველანაირი ზემოაღნიშნული გართულების გარეშე.

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ან საერთო გაუტკივარებით.

პროცედურის შემდეგ აუცილებელია სპეციალური ქვედა საცვლის მოხმარება. ინტიმური კავშირი არ არის რეკომენდირებული 7-10 დღის განმავლობაში.

ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უკან დაბრუნება