ასქესო-ასოს (პენისის) კვანძის პლასტიკა

ასოს კვამძი მამაკაცის სასქესო ორგანოს თავს ქვემოთ არსებული ნაოჭია. იგი საჭიროა იმისათვის, რომ ჩუჩა დაუბრუნდეს ასოს თავს დახურულ მდგომარეობაში. კვანძის სიგრძეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მის სიგრძეზეა დამკიდებული სასქესო ასოს მდგომარეობა და ერექცია. თუ კვანძი პატარაა, იგი სასქესო ასოს ანომალიად ითვლება. პატარა კვანძის შემთხვევაში გამოიკვეთება ტკივილები და დაჭიმულობა ერექციის დროს. გარდა ამისა, სექსუალური აქტის ძლიერი ზემოქმედებისას შეიძლება გაწყდეს, რაც იწვევს სისხლდენას. ასევე, აღსანიშნავია ბზარები და ნახეთქები, რომლებიც დიდ დისკომფორტს იწვევს მამაკაცებში. ხშირ შემთხვევაში, ხდება მტკივნეული ჩახევა, რაც იწვევს სისხლდენას. იმის გამო, რომ ასოს თავში სისხლგროვა ერექციის დროს ძლიერია, სისხლდენის შეჩერება, ხშირ შემთხვევაში დაუხმარებლად შეუძლებელია. ინტიმური კავშირი მამაკაცებს არ დააკმაყოფილებს, რადგან მათ ექნებათ ტკივილის შეგრძნება, გარდა ამისა, მრავალ მამაკაცს უჩნდება შიში იმისა, რომ კვანძი ხელმეორედ არ გაწყდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლდენა არ ყოფილა და კვანძმა მიიღო ჭრილობის სახე, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. სექსუალური ურთიერთობის დროს წარმოქმნილმა დაუკმაყოფილებამ შეიძლება წარმოქმნას მიზეზი შიშისა, შემდგომი აქტის წინ. მამაკაცისათვის ეს დიდი სტრესია, რომელიც შემდგომში გადადის კომპლექსებში, პოტენციის ქრონიკულ დარღვევაში.

მოკლე ასოს კვანძს გააჩნია შემდეგი სიმპტომები:

სექსუალური აქტის დროს ტკივილი;

ნახეთქები კვანძის ადგილებში;

ერექციის დროს დაჭიმულობის არასასიამოვნო შეგრძნება;

ერექციის დროს სასქესო ასოს თავის დაწევა;

ასოს თავზე ჩუჩის ცუდად გადაწევა

არსებული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა კვანძის პლასტიკა. ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.

პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ დროულად ჩატარებული ასოს კვანძის პლასტიკა საშუალებას იძლევა გადაიჭრეს ფსიქოლოგიური პრობლემები.

ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უკან დაბრუნება