დახურული ბლეფაროპლასტიკა

ბლეფაროპლასტიკა - გულისხმობს ზედმეტი კანის ან ჭარბი “ცხიმის ბალიშების“ მოცილებას ზედა და ქვედა ქუთუთოდან. ბლეფაროპლასტიკის საშუალებით სწორდება მოშვებული კანი, ნაოჭები და სცილდება ე.წ. ”ცხიმის ბალიშები”. ქუთუთოების ეს დეფექტები ადამიანს ვიზუალურად მატებს ასაკს და ტოვებს გადაღლილი ადამიანის შთაბეჭდილებას. ზოგჯერ პრობლემებს უქმნის მხედველობასაც .

ბლეფაროპლასტიკა შეიძლება გაკეთდეს სახის სხვა ქირურგიული პროცედურების პარალელურად. ასევე, შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ ზედა, ან ქვედა ქუთუთოების პლასტიკა.

თუ პაციენტს ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება მხოლოდ ”ცხიმის ბალიშები” მოშვებული კანის გარეშე, ამ შემთხვევაში კეთდება „დახურული“ ბლეფაროპლასტიკა, ანუ განაკვეთი ტარდება ქვედა ქუთუთოს შიგნითა მხრიდან.

ოპერაციის წინ პაციენტს უტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა

ოპერაცია ტარდება როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიით.

ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს

უკან დაბრუნება