ნიკაპის პლასტიკა

მენტოპლასტიკა- ნიკაპის პლასტიკას, მიმართავენ ნიკაპის ფორმის გასაუმჯობესებლად, მის ჩამოსაწევად ან წინ გამოსაწევად. ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს იმპლანტის ჩადგმით, საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვით და ფილერების შეყვანით. ამ ოპერაციას ხშირად მიმართავენ პაციენტები, რომელთაც გაკეთებული აქვთ ცხვირის პლასტიკა, სახისათვის ბუნებრივი პროპორციის მიცემის მიზნით.

ოპერაცია ტარდება როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიით.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკაპის კორექციას ვაკეთებთ იმპლანტით, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ განაკვეთს პირის ღრუდან. თავისთავად, ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები სრულიად შეუმჩნეველია.

ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უკან დაბრუნება