სახის ლიგატურული ლიფტინგი

როდესაც პაციენტს არ სურს სრული ოპერაციის ჩატარება - ფეისლიფტინგი, ან არსებობს რაიმე სამედიცინო წინააღმდეგ ჩვენება, კლინიკა გთავაზობთ ლიგატურულ ლიფტინგს.

სპეციალური ძაფებით შესაძლებელია გამოსწორდეს სახის ”დაშვება” , რაც უკვე ოცდაათი წლის ასაკიდან ვითარდება, კანის შემაერთებელი ქსოვილისა და ელასტიური ბოჭკოების ასაკობრივი დაზიანების გამო. ამ პერიოდისთვის სახეზე უკვე ვითარდება სხვადასხვა სახის ნაოჭი და ნაკეცი, რომელიც დროთა განმავლობაში ღრმავდება, 
ოპერაციისთვის შესაბამისი კანდიდატი შეიძლება იყოს 30-დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერი პაციენტი (როგორც ქალბატონი, ასევე მამაკაცი), რომელსაც არ სურს ფეისლიფტის (სახის დაჭიმვის) ოპერაციის გაკეთება.

ოპერაცია ტარდება როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიით.

ოპერაცია გრძელდება 1 საათამდე, არ ტოვებს ნაწიბურებს, რამდენადაც არ საჭიროებს განაკვეთებს. 
ოპერაციის შემდეგ შესაძლოა 2-3 დღით სახე ზომიერად შეშუპდეს, რაც რამდენიმე დღეში უკვალოდ ქრება.

ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე-პაციენტის ასაკი, კანის ელასტიურობა, სახის „დაშვების“ ხარისხი და სხვა.

ოპერაციის შედეგი 2-3 წლის განმავლობაში ნარჩუნდება, შემდეგ შეიძლება მისი გამეორება.

უკან დაბრუნება