მიმიკური ნაოჭების კორექცია დისპორტის და ბოტოქსის ინექციებით

 

დისპორტის და ბოტოქსის ინექციები

ბოტოქსი/დისპორტი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად.

შუბლის ჰორიზონტალურ მიმიკურ ნაოჭები.

თვალების ირგვლივ (”ბატის თათები”).

წარბებს შორის (”მრისხანების ნაოჭები” ).

ცხვირის ზურგის ნაოჭები.

ყელის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნაოჭები.

ბოტოქსი/დისპორტი არის ერთი და იგივე პრეპარატის, - ”ა” ტიპის ბოტულინის ტოქსინის სხვადასხვა საფირმო დასახელება. ბოტოქსს აწარმოებს ფირმა ALLERGAN (აშშ), ხოლო დისპორტს - BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL (საფრანგეთი).

პროცედურა:

პროცედურა ტარდება 15–30 წუთის განმავლობაში უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულების გარეშე და რაც მთავარია, კანზე არავითარ კვალს არ ტოვებს. პრეპარატი შეყვანა ხდება წვრილი ნემსით პრობლემურ ზონაში. მისი შეყვანის შემდეგ ხდება კუნთის შესაბამისი ნაწილის „ ბლოკირება“ და მიმიკური ნაოჭის გასწორება.

შედეგი:

პრეპარატის მოქმედების ეფექტი შესამჩნევი ხდება 24-48 საათის შემდეგ, ხოლო საბოლოო ეფექტი შეიძლება შეფასდეს ინექციიდან 7-14 დღის შემდეგ. ეფექტი ნარჩუნდება 6–12 თვის განმავლობაში.

პაციენტი პროცედურის ჩატარების შემდეგ არ ეთიშება ჩვეული ცხოვრების რიტმს და აგრძელებს თავის საქმიანობას.

პროცედურის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება, საუნის პროცედურები, ანტიბიოტიკების მიღება.
უკან დაბრუნება